Georgian

აფხაზეთის დღეების მონაწილეთა აქცია და ვიზიტი კახეთის პანსიონატებში

ჰოლანდიაში მცხოვრები გიორგი, ლევანი და თემურ ვენკოები კახეთის რეგიონში საქველმოქმედო პროექტებში არიან ჩართული. მათი მეშვეობით უმწეო და შშმპ მოხუცებსა თუ მოზარდებს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდებათ. ბიჭების დედა, თიკა სვანიძე-ვენკო ჰოლანდიაში "ქართული კულტურის ცენტრის" დამფუძნებელია. ასევე, კომპანია Tika Tours მფლობელია. თიკა სვანიძე-ვენკოს არაერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო და ეროვნული საქმე უკავშრდება

აფხაზეთის დღეები ჰოლანდიაში

2018 წლის 4-6 ოქტომბერს ჰოლანდიაში "ქართული კულტურის ცენტრის" ორგანიზებით პროექტი "აფხაზეთის დღეები ნიდერლანდების სამეფოში" სახელწოდებით "დავიბრუნოთ ერთმანეთი" გაიმართა

ქართული თეატრის დღეები ჰოლანდიაში

პირველად ნიდერლანების სამეფოში ქართული თეატრის დღეები გაიმართა. ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და კომპანია „თიკა ტურის“ ფინანსური მხარდაჭერით 2919 წლის 4 და 5 მაისს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა ორი სპექტაკლი „დამსჯელი 14“ და „დაბრუნება“ წარმოადგინა

გიორგი ვენკო ჰოლანდიიდან კახეთში სათნოების სახლს ეხმარება

13 წლის გიორგი ვენკო ბროწლიანის სათნოების სახლს ეხმარება. სასმელი წყლის ჭაბურღილისა და სახურავის გამოსაცვლელად დედით ქართველი და მამით ამერიკელი მოზარდი, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს საქველმოქმედო საღამოებს მართავს. ამჯერად ჰოლანდიაშ ნინო ჩხეიძის და დათუნა მგელაძის მონაწილეობით გამართა საქველმქომედო კონცერტი.

ანსამბლ „ქართული ხმების კონცერტი

"ნიდერლანდების სამეფოში ქართლი კულტურის" ცენტრის და კომპანია Tika Tours ორგანიზებით ანსამბლმა"ქართულმა ხმებმა" 2018 წლის 17-18 ნოემბერს კონცერტები გამართა.

ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გაიმართა

ჰოლანდიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ქართული ანსამბლ „ფესვების“ გასტროლი გაიმართა. 

კონცერტის ორგანიზატორი ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლი და კომპანია Tika tours-ის ხელმძღვანელი თიკა სვანიძე-ვენკოა. ამერიკაში მცხოვრებმა თანამემამულეებმა ქართული სიმღერებითა და ცეკვებით ჰოლანდიაში მცხოვრები ემიგრანტები მოხიბლეს.

კონცერტს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ბელგიისა და ჰოლანდიის მიტროპოლიტი, მეუფე დოსითეოსი დაესწრნენ.

მაყურებლისა და ამერიკაში მცხოვრები თანატოლებისთვის ცეკვები ბელგიაში არსებული ანსამბლი „მედეას“ წევრებმაც შეასრულეს. 

ანსამბლის ხელმძღვანელი ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ბელგიისა და ჰოლანდიის ქართული კულტურის ცენტრების ქორეოგრაფიული სტუდიების პედაგოგი მედეა ჟორჟლიანია. ორი ანსამბლის კონცერტს მომღერალი და მსახიობი, ალექსანდრე სავანელი უძღვებოდა.

ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სამომავლოდ, კიდევ არაერთი კულტურული პროექტი განხორციელდება.

ნიდერლანდებში მცხოვრებმა ქართველებმა 9 აპრილს ხსოვნის საღამო გამართეს

1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა ქართველებმა ხსოვნის საღამო მიუძღვნეს.

ღონისძიება ჰოლანდიაში საქართველოს კულტურის ცენტრისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. ამსტერდამში მდებარე ჯვართამაღლების სახელობის ქართულ ტაძარში ხსოვნის საღამოზე დასასწრებად ბელგიასა და გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც მივიდნენ.

საქართველოსთვის 9 აპრილის მნიშვნელობაზე ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა, საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში კონსტანტინე სურგულაძემ და ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა თიკა სვანიძე-ვენკომ ისაუბრეს. დიდ ეკრანზე 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა ჯარისკაცების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის დოკუმენტური კადრები აჩვენეს. ემოციური ვიდეოკადრები ემიგრანტებმაც ემოციურად აღიქვეს და აღნიშნეს, რომ წლების შემდეგაც რუსთაველის გამზირზე განვითარებული ტრაგიკული ამბები მოუშუშებელ ტკივილად რჩება. 27 წლის წინ განვითარებული მოვლენების მონაწილე თავად თიკა სვანიძე-ვენკო და მისი ძმა გიორგიც იყვნენ.

1989 წლის 9 აპრილს დაღუპული 21 მშვიდობიანი დემონსტრანტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მეუფე დოსითეოსმა აღავლინა.

9 აპრილის ხსოვნის საღამოს დასრულების შემდეგ, ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსმა პარაკლისი გადაიხადა და მრევლი აზიარა.

ამსტერდამში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ კონფერენცია მიეძღვნა

ამსტერდამის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის 850 წლის საიუბილეო თარიღს კონფერენცია მიეძღვნა.

როგორც ცნობილია, იუნესკომ წლევანდელი წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა და ღონისძიება სწორედ დიდ ქართველ პოეტსა და პოემა "ვეფხისტყაოსანს" მიეძღვნა. ქართველი ემიგრანტებისა და უცხოელი აუდიტორიის წინაშე საქართველოს ელჩი კონსტანტინე სურგულაძე და ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი თიკა სვანიძე-ვენკო წარდგნენ. ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის შემოქმედების ირგვლივ კონფერენციები ჰოლანდიის სხვა უნივერსიტეტებშიც იგეგმება.

ახალგაზრდა ელჩმა თამარ ჟუჟუნაძემ და მისმა ასისტენტმა გვანცა გარსევანიშვილმა სტუმრებს პოემის ძირითადი თემა და პერსონაჟები გააცნეს.

ქართველმა ემიგრანტებმა და შოთა რუსთაველის შემოქმედებით დაინტერესებულმა უცხოელებმა „ვეფხისტყაოსნიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს. კონფერენციას ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი დაესწრო.

კონფერენციის პარალელურად, მოეწყო ფიქრია ჭაბუკიანის კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, რომლებიც ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის მიერ იქნა მოწოდებული. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი უნიკალური ქართული ანბანის ნიმუშებიც.

ინტერესი გამოიწვია გათანამედროვებული ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენამაც, რომლის პრეზენტაცია ჰოლანდიაში კომპანია TikaTours Georgia-ს ორგანიზებით მოხერხდა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, ანსამბლ „მედეას“ კონცერტი გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ქართული კერძებისა და ღვინოების დაგემოვნების საშუალებაც მიეცათ.

2011 წელს ფონდ „არტ ექოს“ ძალისხმევით ქალაქ ლაიდენის უნივერსიტეტის წინ მდებარე შენობას დიდი ქართველი პოეტის აფორიზმი ამშვენებს.

ქართველმა მომღერლებმა ჰოლანდიაში ემიგრანტებისთვის დაუვიწყარი კონცერტი გამართეს

ქართველმა მომღერლებმა ჰოლანდიაში ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართეს. 
მანანა თოდაძის, გიო ხუციშვილის და გოგიტა გოგიძის კონცერტს ჰოლანდიაში მცხოვრები ემიგრანტების გარდა, ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველებიც ეწვივნენ.

ქართველი მომღერლების მოსასმენად კონცერტს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

კონცერტი ჰოლანდიაში ქართული კულუტრის ცენტრისა და კომპანია Tika tours-ის ორგანიზებით გაიმართა.

ჰოლანდიაში შედგა ემოციური „პაემანი მანანა თოდაძესთან“

მომღერალმა მანანა თოდაძემ ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართა.

შემოქმედებით საღამოს „პაემანი მანანა თოდაძესთან“ ეწოდებოდა, რომელიც კომპანია Tika Tours-ის და ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ჰააგაში მანანა თოდაძის სიმღერების მოსასმენად ბელგიაში მცხოვრები ქართველებიც ჩავიდნენ. სალონურ კონცერტს ეწვია ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი კენდას ვენკოც. კონცერტის ინიციატორი და პროდიუსერი ქართული კულტურის ცენტრის მრჩეველი ლალი ბუთბაია იყო.

მანანა თოდაძემ ემიგრანტებისთვის ყველა ის სიმღერა შეასრულა, რომელიც მსმენელს უყვარს. ღონისძიებას საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ემოციურ და შემოქმედებით საღამოს ჰააგაში მდებარე ქართულმა რესტორანმა „სოხუმმა“ და მისმა მფლობელმა იზოლდა კვიციანმა უმასპინძლა. მანანა თოდაძემ ემიგრანტებს საკუთარი ლექსებიც წაუკითხა.

კონცერტი არა მარტო ემიგრანტებისთვის, თავად მანანა თოდაძისთვისაც ემოციური გამოვიდა.

ღონისძიების დასასრულს გაიჭრა ტორტი, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ამშვენებდა.

ჰოლანდიური „თბილისობა“ „სოხუმში“

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მდებარე კაფე-რესტორანი „სოხუმი“ ქართველი ემიგრანტების თავშეყრის საყვარელი ადგილია. ქართული კერძები რესტორნის მფლობელმა იზოლდა კვიციანმა უცხოელებსაც შეაყვარა. 

„სოხუმი“ ჰოლანდიაში ქართული კულტურისა და კულინარიის ცენტრად იქცა. ამჯერად ამსტერდამში მდებარე ქართული კულტურის ცენტრისა და კომპანია „თიკა ტურის“ ხელმძღვანელის თიკა სვანიძე-ვენკოსა და კაფე-რესტორან „სოხუმის“ მფლობელის, იზოლდა კვიციანის ორგანიზებით, ჰააგაში „თბილისობის“ დღესასწაული აღინიშნა. 

რესტორანში ქართველი ემიგრანტების გარდა, უცხოელებმაც მოიყარეს თავი, რომლებმაც ქართული სიმღერების ფონზე ჩურჩხელები ამოავლეს. მოამზადეს ხინკალი და სულგუნიც გადაზილეს.

მსგავსი კულტურული ღონისძიებები „სოხუმში“ ხშირად იმართება.
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის განცხადებით, მსგავსი კულტურული ღონისძიებები საქართველოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ბევრმა უცხოელმა საქართველოსა და ქართული კულინარიის შესახებ სწორედ კაფე-რესტორან „სოხუმიდან“ შეიტყო და ისინი ქართული კერძების დასაგემოვნებლად რესტორანში ხშირად დადიან. 

ტექსელზე მდებარე ქართველი ჯარისკაცების საფლავზე ჯვარი აღმართეს

უამინდობის მიუხედავად, ნიდერლანდების სამეფოს კუნძულ ტექსელზე მდებარე ქართველი ჯარისკაცების საფლავები ჰოლანდიაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა მოინახულეს. 

თანამემამულე წინაპრების ხსოვნის პატივსაცემად, კუნძულზე, ბელგიაში მცხოვრები ქართველებიც გადავიდნენ. ყოველი წლის 4 მაისს, საძმო საფლავზე ჰოლანდიელებიც იკრიბებიან. 

მემორიალი გვირგვინით საქართველოს საკონსულოსა და თბილისიდან ჩასული დელეგაციის წარმომადგენლებმა შეამკეს. ცერემონიას ტექსელის ბურგომისტრიც დაესწრო. 

„ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრისთვის“ ტექსელზე გადასვლა და ხსოვნის საღამოს გამართვა ტრადიციად იქცა.

კუნძულ ტექსელზე დაკრძალული 500-მდე ქართველი ჯარისკაცის მოსახსენიებელი პანაშვიდი და წირვა-ლოცვა ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოს, მეუფე სტეფანესთან ერთად აღავლინა. წელს დიდი ხნის ჩანაფიქრი რეალობად იქცა. სამშენებლო კომპანია „აზიმუტის“ დახმარებით, მემორიალზე ქვის ჯვარი აღიმართა.

ქართულ-ჰოლანდიური ურთიერთობები მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იღებს სათავეს. დღეს ნიდერლანდების სამეფოში არაერთი წარმატებული ქართველი ემიგრანტი საქმიანობს. 

ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, „ქართული კულტურის ცენტრმა“ სტუმრებს ქართული კერძებით უმასპინძლა. საქართველოს სადღეგრძელო ქართული ღვინით შეისვა, ანსამბლ „მედეას“ წევრებმა კი, შეკრებილი საზოგადოებისთვის კონცერტი გამართეს.

ჰოლანდიაში ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისთვის ღონისძიება გაიმართა

ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მორიგი კულტურული ღონისძიება გაიმართა. ამჯერად, პროექტი ფართომასშტაბიანი და მრავალფეროვანი გამოდგა.

ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის თიკა სვანიძე-ვენკოსა და მისი თანაგუნდელების ძალისხმევით, ამსტერდამის ჯვართამაღლების სახელობის ქართულ ეკლესიაში, ემიგრანტებისა და ქართული კულტურით დაინტერესებული უცხოელებისთვის მასტერკლასი გაიმართა. დირიჟორმა ქეთევან წიკლაურმა დაინტერესებულ საზოგადოებას მეგრული სიმღერა „კირიალესა“ შეასწავლა.

მასტერ-კლასის შემდეგ, ჰოლანდიურმა ჯგუფმა „სლავუიმ“ ქართული სიმღერების შესრულებით საზოგადოება გააოცა და აამღერა. კონცერტი თიკა სვანიძე-ვენკომ ოჯახის წევრებთან ერთად შესრულებული სიმღერით დაასრულა.

ქართულად ამღერებული ჰოლანდიელების კონცერტის შემდეგ, საზოგადოების წინაშე ანსამბლი „მედეა“ წარსდგა, რომლის ხელმძღვანელი ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ბელგიასა და ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის ცეკვის პედაგოგი მედეა ჟორჟოლიანია.

პროექტის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია, ქართული მინანქრის ვორქშოფი და ქართული კერძების მომზადება-დეგუსტაციაც გაიმართა. მოწვეული სტუმრები ხინკლის მომზადების პროცესსაც გაეცნენ.

ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოში არსებული საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

კულტურული პროგრამის შემდეგ, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა წირვა-ლოცვა აღავლინა.

ამსტერდამში ქართული ეკლესია და კულტურის ცენტრი გაიხსნა

კომპანია TIKA TOURS-ის ხელმძღვანელის, თიკა სვანიძე-ვენკოს ორგანიზებით ამსტერდამში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია და ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნა. ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების დიდი ხნის ოცნება ასრულდა და ამიერიდან წირვა-ლოცვა სისტემატიურად აღევლინება. ეკლესია ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა აკურთხა. ამსტერდამში ჰოლანდიის სხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველებიც ჩავიდნენ და ეკლესიის კურთხევას დაესწრნენ.

TIKA TOURS-ის ხელმძღვანელის, თიკა სვანიძე-ვენკოს ორგანიზებით დაფუძნებულ ქართული კულტურის ცენტრში ემიგრანტები და მათი შვილები ქართულ წერა-კითხვას, ისტორიას, გეოგრაფიას და კულტურას შეისწავლიან.

საკვირაო სკოლას ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ისტორიის, ქართული ხალხური ზღაპრების წიგნები და დისკები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ საჩუქრად გადასცა.

ქართული კულტურის ცენტრის პრეზენტაციას და ეკლესიის კურთხევას ემიგრანტებთან ერთად საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. საქართველოს ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის განცხადებით, ქართული ეკლესია და კულტურის ცენტრი ნიდერლანდებში დაბადებული ქართველებისთვის მნიშვნელოვანია.

ჰოლანდიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ქორეოგრაფიული სტუდიაც იმუშავებს, რომელსაც პროფესიონალი მოცეკვავე მედეა ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს. ცეკვის პირველი სახელდახელო გაკვეთილი პრეზენტაციის დასრულებისთანავე ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი. ქართული სიმღერები ფოლკლორულმა ანსამბლმა „მამულმა“ შეასრულა. ემიგრანტებისთვის თიკა სვანიძე-ვენკომ და მისმა შვილებმაც იმღერეს. კულტურის ცენტრში ქართული ხალხური სიმღერების შემსწავლელი სტუდიაც იქნება. როგორც ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველები აღნიშნავენ. ქართული ეკლესია და კულტურის ცენტრი მნიშვნელოვანია თითოეული ემიგრანტისთვის.

პრეზენტაციაზე ქართული კერძებისა და სასმელების დეგუსტაციაც გაიმართა.

კომპანია TIKA TOURS-ს არაერთი კულტურული ღონისძიება აქვს დაგეგმილი, რაც უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციას მოემსახურება.

ჰოლანდიასა და ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შვილებისთვის ​შემეცნებითი გაკვეთილები ტარდება

1272201010731011427099891006835235n.jpg

ჰოლანდიასა და ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შვილებისთვის საქართველოს შესახებ შემეცნებითი გაკვეთილები ტარდება.

ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ქართველი ემიგრანტების შვილები ქართულ ენას, ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას და კულინარიას ეუფლებიან. ასევე, ფუნქციონირებს ქორეოგრაფიის, მუსიკისა და სიმღერის წრეები.

ამჯერად ჰოლანდიასა და ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა მოზარდებმა სიმღერის გაკვეთილზე სიმღერა „ჭრელო პეპელა“ ისწავლეს.

საკვირაო სკოლაში ჩამოყალიბებულ სიმღერის წრეზე ემიგრანტი მოზარდები ქართულ ხალხურ სიმღერებსაც შეისწავლიან. საკვირაო სკოლაში ქართული კულინარიის გაკვეთილზე მოზარდები ქართული კულინარიის ისტორიას გაეცნენ და ჩურჩხელები ამოავლეს.

აღნიშნული პროექტები ქართული კულტურის ცენტრისა და კომპანია TIKA TOURS-ის ხელმძღვანელის, თიკა სვანიძე-ვენკოს ორგანიზებით ხორციელდება. თიკა სვანიძე-ვენკოს სახელს უკავშირდება ამსტერდამში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის გახსნაც. გაკვეთილების პარალეურად, ჰოლანდიასა და ბელგიაში მცხოვრები ქართველები წირვა-ლოცვასაც დაესწრნენ.

სპეციალურად ამისთვის, ამსტერდამში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი მგალობლებთან ერთად ჩავიდა. წირვა-ლოცვას ემიგრანტების გარდა, საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში კოტე სურგულაძე ოჯახით, ასევე, საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლები დაესწრნენ, ქართული კულტურის ცენტრისა და კომპანია TIKA TOURS-ის ხელმძღვანელ თიკა სვანიძე-ვენკოს თანამოაზრეებთან ერთად არაერთი პროექტი აქვთ მომზადებული, რაც უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისაა განკუთვნილი.

მომავალ გაკვეთლზე ემიგრანტები ქართლი ეროვნული ტანისამოსის ისტორიას გაეცნობიან და ჭრა-კერვის გაკვეთლებს დაესწრებიან.