ჰოლანდიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ქართული ანსამბლ „ფესვების“ გასტროლი გაიმართა.
კონცერტის ორგანიზატორი ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლი და კომპანია Tika tours-ის ხელმძღვანელი თიკა სვანიძე-ვენკოა. ამერიკაში მცხოვრებმა თანამემამულეებმა ქართული სიმღერებითა და ცეკვებით ჰოლანდიაში მცხოვრები ემიგრანტები მოხიბლეს.
კონცერტს ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ბელგიისა და ჰოლანდიის მიტროპოლიტი, მეუფე დოსითეოსი დაესწრნენ.
მაყურებლისა და ამერიკაში მცხოვრები თანატოლებისთვის ცეკვები ბელგიაში არსებული ანსამბლი „მედეას“ წევრებმაც შეასრულეს.
ანსამბლის ხელმძღვანელი ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ბელგიისა და ჰოლანდიის ქართული კულტურის ცენტრების ქორეოგრაფიული სტუდიების პედაგოგი მედეა ჟორჟლიანია. ორი ანსამბლის კონცერტს მომღერალი და მსახიობი, ალექსანდრე სავანელი უძღვებოდა.
ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სამომავლოდ, კიდევ არაერთი კულტურული პროექტი განხორციელდება.