ჰოლანდიასა და ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შვილებისთვის ​შემეცნებითი გაკვეთილები ტარდება

1272201010731011427099891006835235n.jpg

ჰოლანდიასა და ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შვილებისთვის საქართველოს შესახებ შემეცნებითი გაკვეთილები ტარდება.

ჰოლანდიაში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ქართველი ემიგრანტების შვილები ქართულ ენას, ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას და კულინარიას ეუფლებიან. ასევე, ფუნქციონირებს ქორეოგრაფიის, მუსიკისა და სიმღერის წრეები.

ამჯერად ჰოლანდიასა და ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა მოზარდებმა სიმღერის გაკვეთილზე სიმღერა „ჭრელო პეპელა“ ისწავლეს.

საკვირაო სკოლაში ჩამოყალიბებულ სიმღერის წრეზე ემიგრანტი მოზარდები ქართულ ხალხურ სიმღერებსაც შეისწავლიან. საკვირაო სკოლაში ქართული კულინარიის გაკვეთილზე მოზარდები ქართული კულინარიის ისტორიას გაეცნენ და ჩურჩხელები ამოავლეს.

აღნიშნული პროექტები ქართული კულტურის ცენტრისა და კომპანია TIKA TOURS-ის ხელმძღვანელის, თიკა სვანიძე-ვენკოს ორგანიზებით ხორციელდება. თიკა სვანიძე-ვენკოს სახელს უკავშირდება ამსტერდამში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის გახსნაც. გაკვეთილების პარალეურად, ჰოლანდიასა და ბელგიაში მცხოვრები ქართველები წირვა-ლოცვასაც დაესწრნენ.

სპეციალურად ამისთვის, ამსტერდამში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი მგალობლებთან ერთად ჩავიდა. წირვა-ლოცვას ემიგრანტების გარდა, საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში კოტე სურგულაძე ოჯახით, ასევე, საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლები დაესწრნენ, ქართული კულტურის ცენტრისა და კომპანია TIKA TOURS-ის ხელმძღვანელ თიკა სვანიძე-ვენკოს თანამოაზრეებთან ერთად არაერთი პროექტი აქვთ მომზადებული, რაც უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისაა განკუთვნილი.

მომავალ გაკვეთლზე ემიგრანტები ქართლი ეროვნული ტანისამოსის ისტორიას გაეცნობიან და ჭრა-კერვის გაკვეთლებს დაესწრებიან.