მომღერალმა მანანა თოდაძემ ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართა.
შემოქმედებით საღამოს „პაემანი მანანა თოდაძესთან“ ეწოდებოდა, რომელიც კომპანია Tika Tours-ის და ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ჰააგაში მანანა თოდაძის სიმღერების მოსასმენად ბელგიაში მცხოვრები ქართველებიც ჩავიდნენ. სალონურ კონცერტს ეწვია ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი კენდას ვენკოც. კონცერტის ინიციატორი და პროდიუსერი ქართული კულტურის ცენტრის მრჩეველი ლალი ბუთბაია იყო.
მანანა თოდაძემ ემიგრანტებისთვის ყველა ის სიმღერა შეასრულა, რომელიც მსმენელს უყვარს. ღონისძიებას საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ემოციურ და შემოქმედებით საღამოს ჰააგაში მდებარე ქართულმა რესტორანმა „სოხუმმა“ და მისმა მფლობელმა იზოლდა კვიციანმა უმასპინძლა. მანანა თოდაძემ ემიგრანტებს საკუთარი ლექსებიც წაუკითხა.
კონცერტი არა მარტო ემიგრანტებისთვის, თავად მანანა თოდაძისთვისაც ემოციური გამოვიდა.
ღონისძიების დასასრულს გაიჭრა ტორტი, რომელსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ამშვენებდა.